ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშის წარდგენა

16 თებერვალს 11:00 საათზე “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის”  ოფისში გაიმართა  ევროკავშირთან  ასოცირების  ხელშეკრულებით  ნაკისრი  ვალდებულებების  შესრულების  ანგარიშის  წარდგენა.  ანგარიშის  ძირითადი  თემა  იყო ბავშვთა  უფლებები,  რომელზეც  ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ანა არგანაშვილმა ისაუბრა.

შეხვედრას სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოხალისეები ესწრებოდნენ, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ გაეგოთ რამდენად პრიორიტეტულია მთავრობისთვის ბავშვთა უფლებები და რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს დაკისრებული მოვალეობების შესრულლების პროცესი, ასევე განიხილეს სხვადასხვა მაგალითები სკოლაში თუ საზოგადოებაში არსებულ ბულინგზე, გარდა ამისა, რა სერვისს სთავაზობს ჯანდაცვის და განათლების სამინისტროები შშმ პირებს და რამდენად მორგებულია მათ საჭიროებებზე.

მსგავსი შეხვედრების  მიზანია ინფორმაციების გაცვლა, საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება და თანამშრომლობის გაღრმავება.

შეგახსენებთ,რომ შეხვედრა გაიმართა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მოწვევით.

 

პარალელურად მიმდინარეობდა შეხვედრა ბათუმის  დემოკრატიის  სკოლაშიც,  შემდეგ  საკითხებზე:

1. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და საჯარო სამსახურის რეფორმა;
2. შრომის სტანდარტები;
3. გარემოს დაცვა;
4. თანასწორობა.