შეხვედრა რუსუდან გოცირიძესთან

9 დეკემბერს ორგანიზაციის მოხალისეებისთვის გაიმართა შეხვედრა ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსთან – რუსუდან გოცირიძესთან. შეხვედრაზე სტუმარმა ისაუბრა თემაზე: რატომ გვჭირდება მამაცი ქალები.

როგორ მოქმედებს კულტურული წნეხი ქალებზე და რა შედეგებს იღებს საზოგადოება ამ მხრივ. მოხალისეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღეს.

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ACCESS-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“, რომლის ფარგლებში იმართება დისკუსიათა ციკლი „საუბრები ევროპაზე“.