დისკუსია სოფელ მუხაესტატეს საჯარო სკოლაში

14 თებერვალს სოფელ მუხაესტატეს საჯარო სკოლაში ჩატარდა  სტუდენტური დისკუსია თემაზე “არჩევანის თავისუფლება მოზარდებში”. ჩვენი ორგანიზაციის მოხალისე ერეკლე ნოღაიდელი მონაწილეებს ესაუბრა თემის ირგვლივ არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. დისკუსიის  რეჟიმში აქტიურად ჩაერთნენ მონაწილეები, განიხილეს მათ გარშემო მომხდარი ფაქტები.  მსგავსი  შეხვედრები აჭარის  სხვადასხვა  მუნიციპალიტეტებში იმართება და  მისი მიზანია  დემოკრატიული ღირებულებების მნიშვნელობისა და მოსალოდნელი სიკეთის გაცნობიერება.
აქტივობა იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში, ფონდ ნედის (NED) დაფინანსებით.

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=efw3p91bIjo” width=640 height=360 ]