მედია და საზოგადოება – დისკუსია №3

2018   წლის  15 თებერვალს,  სოფელ  ქობულეთის კულტურის ცენტრში  ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის’’  ორგანიზებით   გაიმართა  შეხვედრა  დისკუსიათა   ციკლის „მედია და  საზოგადოება“ ფარგლებში.

საზოგადოებრივი  მაუწყებლის  აჭარის ტელევიზიის  გადაცემა  “ჰეშთეგისა”  და   „ბათუმელების“  წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას  შეხვდნენ.

მედიის წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება გაეცნოთ  მოსახლეობისთვის მათი მედია-საშუალებების მიზნები და მოქმედი სპეციფიკა. მოსახლეობას კი ჰქონდა  შესაძლებლობა  წამოეწია  ნებისმიერი თემა და პრობლემა, რომელიც მათ წინაშე დგას.

აღნიშნულ  შეხვედრაზე  სხვადასხვა სოციალური პრობლემა  გამოიკვეთა, რაზეც  მედია საშუალებები მასალებს  მოამზადებენ.

მსგავსი შეხვედრების  მიზანია  მედიის ყურადღების  ქვეშ  აჭარის სხვადასხვა  მუნიციპალიტეტის  მაცხოვრებლების პრობლემების იდენტიფიცირება,  აგრეთვე მათი მოსაზრებებისა და ინტერესების გაცნობა.

დისკუსიის მონაწილეებს საჩუქრად ჟურნალ “ბათუმელების” სხვადასხვა გამოცემაც გადაეცათ.

დისკუსიას მოდერაცია  გაუწია ქეთი ადეიშვილმა-  “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მულტიმედია პროექტების კოორდინატორმა.

მომზადდა   შეხვედრის სრული  ვიდეო-ჩანაწერი. ბეჭდვური  ვერსია გამოქვეყნდა ,,ბათუმელებში’’.
დისკუსიათა ციკლი “მედია და  საზოგადოება”  მზადდება  „სიტყვის  თავისუფლების  მხარდაჭერის“   პროექტის  ფარგლებში, ფონდის-“ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.

[kad_youtube url=”https://youtu.be/79ok93iV0UY” width=640 height=360 ]