უხერხული გაკვეთილი

posted in: მულტიმედია | 0

16 თებერვალს 20:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გავიდა ერეკლე ნოღაიდელის სიუჟეტი – “უხერხული გაკვეთილი.” სიუჟეტი ეხება ბიოლოგიის უხერხულ გაკვეთილებს სკოლაში, კერძოდ პროგრამულ მასალას, რომელიც მოგვითხრობს ადამიანის რეპროდუქციულ სისტემასა და სქესობრივ გამრავლებაზე. ბოლო რამდენიმე ათასწლეულიდან მოყოლებული მასწავლებლები დღემდე თვლიან, რომ მსგავს თემებზე საუბრის ადგილი სკოლა არ არის. სიუჟეტში ექიმი თემას განიხილავს სხვა ჭრილში, რომლითაც უფრო თვალსაჩინო ხდება, რა შედეგის მოტანა შეუძლია იმას, რომ მოზარდს სქესობრივ გამრავლებასა და სექსუალურ ცხოვრებაზე ნაკლები ინფორმაცია აქვს. ასევე ისაუბრებენ პედაგოგები, რომლებსაც სხვაგვარი სწავლების მეთოდები გააჩნიათ, რომლითაც სასურველ შედეგს იღებენ.  სიუჟეტში  მშობელთა და მოსწავლეთა გამოკითხვა თვალსაჩინოს ხდის სკოლაში სექსუალური განათლების არსებობასთან დაკავშირებით მათ დამოკიდებულებას.

გადაცემა “ჰეშთეგის” პირდაპირი ეთერის სტუმარი იყო სიუჟეტის ავტორი ერეკლე ნოღაიდელი, რომელმაც უფრო ვრცლად ისაუბრა პრობლემის მასშტაბებსა და სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე.

პროექტი “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა”  ხორციელდება  ფონდის  “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით. 

[kad_youtube url=”https://youtu.be/qNJHCq2Diec” width=640 height=360 ]