შეხვედრა სოფელ ჩხუტუნეთში-ევროინტეგრაციის პროცესი და საქართველოს ევროკავშირში დაახლოება

posted in: დისკუსია | 0

20 სექტემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტუნეთში გაიმართა შეხვედრა მოწვეულ ექსპერტთან-ვანო ჩხიკვაძესთან.
შეხვედრის თემა:ევროინტეგრაციის პროცესი და საქართველოს ევროკავშირში დაახლოება. 20 სექტემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტუნეთში გაიმართა შეხვედრა მოწვეულ ექსპერტთან-ვანო ჩხიკვაძესთან.
შეხვედრის თემა: ევროინტეგრაციის პროცესი და საქართველოს ევროკავშირში დაახლოება.

შეხვედრის მიზანი იყო მოსახლეობის ინფორმირება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე.
მოხსენების დროს მოწვეულმა სტუმარმა ყურადღება გაამახვილა 3 საკითხზე:
1. უშუალოდ მითებზე და მოლოდინებზე რომლებიც არის შექმნილი ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით .
2. რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ასოცირების ხელშეკრულებამ და განსაკუთრებით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ .
3. ანტიდისკრიმინაციული კანონი , რომელზედაც არასწორი მოლოდინები და არასწორი შთაბეჭდილებები შეიქმნა .

შეხვედრა გაიმართა “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” პროექტის ფარგლებში – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“.
პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით.