ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიში ბავშვთა უფლებების შესახებ

ჩვენი გადაცემის სტუმარია ანა არგანაშვილი- “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” აღმასრულებელი დირექტორი. წამყვანი:მარიეტა იობიძე-“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მოხალისე.

გადაცემაში  თქვენ  მიიღებთ  ინფორმაციას იმისა  შესახებ თუ რა ვალდებულებების შესრულება ეკისრება სახელმწიფოს  ბავშვთა უფლებების მიმართულებით, რამდენად პრიორიტეტულია საქართველოს მთავრობისთვის ბავშვთა უფლებები და  როგორ  მიმდინარეობს დაკისრებული მოვალეობების შესრულების  პროცესი. საუბარი  ასევე  შეეხო თუ რატომ  წარმოადგენს პრობლემას შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე  პირების ზუსტი მონაცემების წარმოება და  რა პოლიტიკას ატარებს სახელმწიფო ბავშვთა ძალადობისგან დასაცავად.

მაყურებელი  ასევე  გაიგებს  რა  მდგომარეობაა სკოლამდელი აღზრდის  დაწესებულებებში.

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=DV6I0VuuclI&feature=youtu.be” width=640 height=360 ]

გადაცემა  მომზადებულია პროექტის  ფარგლებში „მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში “. 
პროექტი დაფინანსებულია ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში].
გადაცემაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.