დისკუსია №4 -მედია და საზოგადოება

2018   წლის  23 თებერვალს,  ხელვაჩაურის ახალგაზრდობის  ცენტრში  ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის’’  ორგანიზებით   გაიმართა   კიდევ  ერთი შეხვედრა  დისკუსიათა   ციკლის „მედია და  საზოგადოება“ ფარგლებში. ცენტრის  წევრ  ახალგაზრდებს შეხვდნენ საზოგადოებრივი  მაუწყებლის  აჭარის ტელევიზიის  და  ჟურნალ  „ბათუმელების“  წარმომადგენლები.

შეხვედრის ფორმატში მედიის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს მათი მედია-საშუალებების მიზნები და მუშაობის სპეციფიკა. ახალგაზრდებს თავის მხრივ მიეცათ შესაძლებლობა ესაუბრათ მათი სოფლის, დაბისა თუ სკოლის პრობლემებზე, რაზეც სურთ მედიის ყურადღების გამახვილება.  საუბრის პროცესში გამოიკვეთა სხვადასხვა საკითხი, რაზეც მონაწილეებმა კითხვები დასვეს, მათ შესაბამისი პასუხები მიიღეს.

მსგავსი შეხვედრების მიზანია ხელი შევუწყოთ მედიის მონაწილეობით ახალგაზრდების საჭიროებების იდენტიფიცირებას, აგრეთვე მათი მოსაზრებებისა და ინტერესების გაცნობას.

მოდერატორი:  ქეთი ადეიშვილი.

მომზადდება   შეხვედრის სრული  ვიდეო-ჩანაწერი და  განთავსდება   ვებ-გვერდზე www.media.org.ge     ბეჭდვური  ვერსია გამოქვეყნდება  ,,ბათუმელებში’’.
დისკუსია მომზადდა  „სიტყვის  თავისუფლების  მხარდაჭერის“   პროექტის  ფარგლებში, ამერიკული ორგანიზაციის NED-ის დაფინანსებით.

დამატებითი ფოტო-მასალა  შეგიძლიათ  იხილოთ  აქ

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=J4l2OjsotLo&feature=youtu.be” width=640 height=360 ]