დისკუსია სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლაში

22 თებერვალს სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლაში გაიმართა დისკუსია თემაზე “განათლების უფლება”. დისკუსიას ორგანიზაციის მოხალისე მარიკა ფუტკარაძე უძღვებოდა.

მომხსენებელმა დისკუსიის დასაწყისში მონაწილეებს განუმარტა ამ უფლების ძირითადი არსი. დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს დაცვის მექანიზმებზე, მოსწავლეებში განათლების უფლების ხელმისაწვდომობაზე, განათლების სისტემის ხარვეზებზე, რეპეტიტორის ინსტიტუტის არსებობის საჭიროებაზე და ინკლუზიური სწავლების მეთოდებზე.

მომხსენებელმა გერმანიის, იაპონიის, ფინეთის და ამერიკის განათლების სისტემის მაგალითებზეც ისაუბრა.

დისკუსიათა ციკლი იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში, ფონდ ნედის (NED) დაფინანსებით.

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=uaAQaTaYayA&t=34s” width=640 height=360 ]