პრესკაფემ წიგნების გამოფენა-გაყიდვა ახალ მისამართზე განაახლა

posted in: სიახლე | 0

25 დეკემბრიდან პრესკაფეს ერთ-ერთი სერვისი, წიგნების გამოფენა-გაყიდვა ახალ მისამართზეა წარმოდგენილი. სტომატოლოგიური კლინიკა „ინდიგოს“ პირველ სართულზე, გორგილაძის ქუჩაზე, 29 ნომერში შეგიძლიათ მიბრძანდეთ და წიგნები შეიძინოთ.25 დეკემბრიდან პრესკაფეს ერთ-ერთი სერვისი, წიგნების გამოფენა-გაყიდვა ახალ მისამართზეა წარმოდგენილი. სტომატოლოგიური კლინიკა „ინდიგოს“ პირველ სართულზე, გორგილაძის ქუჩაზე, 29 ნომერში შეგიძლიათ მიბრძანდეთ და წიგნები შეიძინოთ.

გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ეძლევათ ჩაერთონ გაზეთ „ბათუმელების“ აქციაში და მიიღონ საშობაო საჩუქარი. ყველას, ვინც იყიდის წიგნს – „მოგზაურობა ძველ ბათუმში“, გამოფენაზე გამოტანილი წიგნებიდან შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი წიგნი 10 ლარის ფარგლებში.

27 დეკემბრიდან გასაყიდად გამოვა წიგნის „მოგზაურობა ძველ ბათუმში“ ინგლისური ვერსია. მისი შეძენა მსურველებს ასევე კლინიკა „ინდიგოს“ პირველ სართულზე შეეძლებათ, სადაც წიგნების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.

წიგნების გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილია „ელფის“, „სულაკაურის“, ,„დიოგენეს“, „პალიტრა L-ის“, „ლოგოს პრესის“, „საბავშვო ენციკლოპედიის“, „საქართველოს მაცნეს“, „ლაბრინტის“, „პეგასის“, „სიესტას“ და „ჯემალ ქარჩხაძის გამომცემლობების მიერ გამოცმეული წიგნები.

წიგნების გამოფენა-გაყიდვა დილის ცხრა საათიდან საღამოს ცხრა საათამდე იმუშავებს.

პრესკაფემ წიგნების გამოფენა-გაყიდვა ახალ მისამართზე განაახლა

პრესკაფემ წიგნების გამოფენა-გაყიდვა ახალ მისამართზე განაახლა