აჭარაში მცხოვრებ მუსლიმ ქალთა საჭიროებები

posted in: მულტიმედია | 0

16 მარტს, 20:00 საათზე გადაცემა „ჰეშთეგის“  პირდაპირ ეთერში გავიდა ჩვენი მოხალისე-რეპორტიორის, ხატია სიხარულიძის მიერ მომზადებული სიუჟეტი თემაზე: აჭარაში მცხოვრებ მუსლიმ ქალთა საჭიროებები.

საქართველოში მცხოვრები ქალები არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან. მათთვის დღემდე არსებობს ბარიერები, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოს პროგრესული ნაწილისთვის უკვე ნაკლებად არის დამახასიათებელი. მიუხედავად იმისა, რომ ვითარება ნელ-ნელა იცლება, მაინც გვხვდებიან ჯგუფები, რომლებსაც ნაკლები წვდომა აქვთ მთელ რიგ შესაძლებლობებთან. გენდერული ნიშნით ჩაგვრას, ხშირად სხვა, რელიგიური თუ ეთნიკური ასპექტებიც ერთვის თან.

სწორედ ამ პრობლემების გამოსაკვლევად, კვლევა ჩატარდა ქედაში, შუახევში, ხულოსა და ბათუმში ორგანიზაცია „we-research”-ის მიერ „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ დაკვეთით, „ტოლერანტობის,სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის “(PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.

სიუჟეტში, რესპოდენტი – დალი სოლომონიძე, ისაუბრებს კვლევის ძირითად ასპექტებზე, გაგვაცნობს როგორია მუსლიმ ქალთა ხელმისაწვდომობა განათლებაზე, დასაქმების შესაძლებლობა, პოლიტიკური მონაწილეობა, სოციალური ცხოვრება და რა ბარიერებს აწყდებიან ისინი ამ მიმართულებით.

საუბრისას დალიმ აღნიშნა, რომ: „დისკრიმინაცია ძირითადად მათი რელიგიური კუთვნილების გამო ხდება, რაც განსაკუთრებით მწვავედ დგას  იმ ქალებისთვის, ვინც თავსაფარს ატარებს. ჩემთვისაც ხშირად მოუყენებიათ შეურაცხყოფა რელიგიის გამო, უთქვამთ რომ ისტორია არ ვიცი, წიგნები არ წამიკითხავს და გაუნათლებელი ვარ. ჩემი რელიგია და თავსაფრის ტარება საზოგადოებისთვის ასოცირდება სხვა ქვეყნის წარმომადგენელთან და რთულია, როდესაც შენს სამშობლოში გიწევს იმის მტკიცება, რომ ქართველი ხარ.“

პროექტი “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა”  ხორციელდება  ფონდის  “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით. 

თემის  სრული მიმოხილვა  იხილეთ აქ

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=eRw3xbogiuA” width=640 height=360 ]