ინტერმუნიციპალური დისკუსია გურიის ახალგაზრდულ რესურცენტრში

16 მარტს, გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში გაიმართა ინტერმუნიციპალური დისკუსია “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში. აღნიშნულ დისკუსიაზე პროექტის მოხალისემ მარიკა ფუტკარაძემ წარადგინა ფონდ ნედის (NED) მიერ, მიმდინარე და წინა წლებში დაფინანსებულ პროექტებში მომზადებულ სიუჟეტები.

შეხვედრაზე ნაჩვენები იყო ვიდეო-სიუჟეტები მოზარდების არჩევანის თავისუფლებაზე. თემასთან დაკავშირებით გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები.

ქალაქ ფოთში გამართული შეხვედრის მსგავსად აქაც გამოთქვეს სურვილი, რომ მოზარდის თავისუფლების თემაზე ნაჩვენები ვიდეო-მასალა მშობლებსაც ვაჩვენოთ.

პროექტი “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა” ხორციელდება ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.

დამატებითი ფოტო მასალა  შეგიძლიათ  იხილოთ  ჩვენს  facebook გვერდზე

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=KLTQ4uWRt5o” width=640 height=360 ]