შეხვედრა პრესკაფეში -ასოციაცია ჰერა XXI

ასოციაცია ჰერა XXI-ის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრება და, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და შიდსის პრევენცია.საქართველოს არასამთავრობო, საგანმანათლებლო ასოციაცია, მომავალ მშობელთა საერთაშორისო ფედერაციის (Iნტერნატიონალ Pლანნედ Pარენტჰოოდ Fედერატიონ -IPPF) წევრი საქართველოში, ჰერა XXI-ი მხარს უჭერს მოხალისეთა ჩართულობას მთელი ქვეყნის მასშტაბით და, უზრუნველყოფს სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

ასოციაცია ჰერა XXI-ის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრება და, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და შიდსის პრევენცია.

ასოციაციის პრიორიტეტული ღონისძიებები მიმართულია ახალგაზრდების გაძლიერებაზე, რათა მათ თავად მოახდინონ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალიზაცია და, საერთაშორისო ქსელურ მუშაობაში აქტიური ჩართვა.

ასოციაცია ჰერა XXI ბათუმში მართავს შეხვედრას ახალგაზრდებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი საინიციატივო სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე განსახილველი საკითხები:
• ბათუმში ახალგაზრდებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე მდგარი გამოწვევები;
• არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის შექმნის იდეის განხილვა