შერჩევითი ტურიზმი

posted in: მულტიმედია | 0

16 მარტს, 20:00 საათზე გადაცემა “ჰეშთეგის” ეთერში გავიდა მოხალისე-ჟურნალისტის, დავით ჯინჭარაძის სიუჟეტი თემაზე: შერჩევითი ტურიზმი.

საქართველო ტურისტული მიზიდულობის საერთაშორისო ინდექსში 44-ე ადგილს იკავებს. სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად კი ტურიზმის სფეროა გამოცხადებული, ამრიგად ქვეყანა ცდილობს, იყოს ტურისტებისთვის მიმზიდველი ამავე დროს, სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება სხვადასხვა ეროვნების მიმართ ანტიპათია. საინტერესოა, რას ფიქრობენ ტურისტების მიმართ შერჩევით დამოკიდებულებაზე ბათუმელები და ტურიზმის ექსპერტები.

“ყველა მოვიდეს, ყველანი ჩვენი ძმები არიან” – აცხადებენ ბათუმელები
რამდენად იზიარებს ამ პოზივიციას საზოგადოება და რითაა განპირობებული შერჩევითი სიმპათია ზოგი ეროვნების მიმართ, ამას დავითის სიუჟეტში გაიგებთ.
პროექტი “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა”  ხორციელდება  ფონდის  “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით. 
თემის  სრული მიმოხილვა იხილეთ  აქ

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=aBnXb_OXedI” width=640 height=360 ]