უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ბათუმში

21 მარტს,  10:00 საათზე  უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  გაიმართება  შეხვედრები  ქალაქ  ბათუმის  მერიასა და  შოთა რუსთაველი სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მოწვეული ექსპერტები ზურა მოდებაძე – eugeorgia.info – ს მკვლევარი და  ნინო ევგენიძე – ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ბათუმის თვითმმართველობის, ორგანიზაციების, ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლებს მერიაში, ხოლო, სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს- უნივერსიტეტში კიდევ ერთხელ გააცნობენ ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებს, ასევე ისაუბრებენ იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენებასთან.