ინტერმუნიციპალური დისკუსია ჩოხატაურში

21 მარტს, ჩოხატაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში გაიმართა ინტერმუნიციპალური დისკუსია “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში. აღნიშნულ დისკუსიაზე პროექტის მოხალისემ მარიკა ფუტკარაძემ წარადგინა ფონდ ნედის (NED) მიერ, მიმდინარე და წინა წლებში დაფინანსებულ პროექტებში მომზადებულ სიუჟეტები.

შეხვედრაზე ნაჩვენები იყო ვიდეო-სიუჟეტები მოზარდების არჩევანის თავისუფლებაზე.  მსგავსი შეხვედრები უკვე გაიმართა ზუგდიდში, ოზურგეთსა და ფოთში. თემასთან დაკავშირებით დისკუსიის მონაწილეები გამოთქვამენ მოსაზრებებს და საუბრობენ  არსებულ პრობლემებზე.

პროექტი “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა” ხორციელდება ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.
 
დამატებითი ფოტო მასალა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს facebook გვერდზე
 [kad_youtube url=”https://youtu.be/gAIbC9RMoTY” width=640 height=360 ]