უცხოელი სტუდენტები

26 მარტს გადაცემა „ჰეშთეგის“  პირდაპირ ეთერში გავიდა ჩვენი მოხალისე-რეპორტიორის, თაკო ნინიძის მიერ მომზადებული სიუჟეტი თემაზე: უცხოელი სტუდენტები.

საქართველოში არსებულ სასწავლებლებში მხოლოდ ქართველი სტუდენტები არ სწავლობენ. სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს საშუალება აქვთ ჩამოვიდნენ და შესაბამისი განათლება მიიღონ.  ეროვნული მრავალფეროვნებით გამოირჩევა  ბათუმის საგანმანათლებლო დაწესებულებებიც.

შესაძლოა ბევრი გააკვირვოს იმ  ფაქტმა, რომ ჩვენთან  განათლების მისაღებად ევროპის ქვეყნებიდან ჩამოდიან.  სწორედ ამ საკითხზე ისაუბრეს სიუჟეტში თურქმა, ესპანელმა და ინდოელმა რესპოდენტებმა. გარდა ამისა, საინტერესოა აქვთ თუ არა კომუნიკაციის პრობლემა, რას აკეთებენ თავისუფალ დროს, გაუჭირდათ თუ არა ადაპტირება და ზოგადად, როგორია ქართველების დამოკიდებულება მათდამი.

საქსტატის ინფორმაციით, 2015-2016 სასწავლო წელს საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა  სახელმწიფო სასწავლებლებში – 3049, ხოლო კერძოში – 3594 სტუდენტს შეადგენდა.

პროექტი “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა”  ხორციელდება  ფონდის  “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.

სრული ჩანაწერი იხილეთ აქ

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=TCskAduzwGY&feature=youtu.be” width=640 height=360 ]