ბავშვები ქუჩაში-მეტი ასოცირების ხელშეკრულებაზე

არის თუ არა  სახელმწიფო ორიენტირებული ქუჩაში მცხოვრები და  მომუშავე ბავშვების საჭიროებებზე? რა სერვისები არსებობს და  რას ითვალისწინებს ამ  მიმართულებით საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება. 

26 მარტს, გადაცემა ჰეშთეგის პირდაპირ ეთერში ჩვენი  პროექტის ფარგლებში მომზადდა პირველი გადაცემა ასოცირების ხელშეკრულებით  ნაკისრი ვალდებულებების შესახებ. გადაცემის  თემა  იყო  ქუჩაში მცხოვრები ბავშვები.

როგორია ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებები ამ მიმართულებით?  ვინ უნდა  მუშაობდეს ამ ბავშვების პრობლემებზე?  როგორია საზოგადოების დამოკიდებულება და მედიის  როლი პრობლების წინ წამოწევაში?

პირდაპირ ეთერში სტუმარმა  ანა თავხელიძემ, ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტმა,  განიხილა აღნიშნული პრობლემა და სახელმწიფოს მხრიდან  გადადგმული ნაბიჯები. ასევე  ისაუბრა  კვლევის არარსებობაზე და იმ ფაქტზე რომ სახელმწიფოს არ  აქვს რეალური მონაცემები  თუ რამდენი  ბავშვი ცხოვრობს ქუჩაში.

თემის სრული მიმოხილვა იხილეთ  მითითებულ ბმულზე

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=siiSLMkqI0k&feature=youtu.be” width=640 height=360 ]

გადაცემა მომზადებულია პროექტის ფარგლებში  „მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში “, რომელსაც  ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.

 პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში]. 

გადაცემაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.