ეკოლოგიური პრობლემა

posted in: მულტიმედია | სტატია წაკითხულია 146-ჯერ

30 მარტს,  20:00 საათზე აჭარის ტელევიზიის გადაცემა ,,ჰეშთეგში“ გავიდა  გიორგი ბოლქვაძის  სიუჟეტი  ეკოლოგიური პრობლემის შესახებ.

დანაგვიანება, როგორც  ეკოლოგიური პრობლემა  ნარჩენების არასწორი განთავსების შედეგია, რომელიც იწვევს დაბინძურებას.  პრობლემის აქტუალურობა სხვადასხვა ქვეყანაში გამუდმებით იზრდება. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რატომ ანაგვიანებენ  ადამიანები გარემოს.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიო ოკეანეებში ყოველწლიურად 7 მილიარდი ტონა ნარჩენი ჩაედინება და მის უმეტეს ნაწილს პლასტმასი შეადგენს, რომლის დაშლას ასეულობით წელი სჭირდება. დანაგვიანება ასევე აბინძურებს ჰაერს, ნარჩენებიდან სუნისა და მავნე ნივთიერებების გამოყოფის შედეგად.

სიუჟეტში:

  • მიიღებთ ინფორმაციას კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებზე;
  • იხილავთ ბათუმის ყველაზე ხშირად  დანაგვიანებულ  ადგილებს;
  • მოისმენთ მოსახლეობის  გამოკითხვას;

გადაცემა  მზადდება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის”  პროექტის  ფარგლებში, ფონდის  “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.