ცენზურა სასკოლო ლიტერატურაში

6 აპრილს, 20:00 საათზე გადაცემა “ჰეშთეგის” პირდაპირ ეთერში გავიდა მოხალისე ჟურნალისტის, ერეკლე ნოღაიდელის სიუჟეტი თემაზე: ცენზურა სასკოლო ლიტერატურაში.

  სიუჟეტის მომზადების საბაბი გახდა ბოლო დროს სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოები, რომლებშიც მოსწავლეები და მშობლები ასახელებენ კონკრეტულ მხატვრულ ნაწარმოებებს, რომლებიც მათი აზრით სკოლებში არ უნდა ისწავლებოდეს.  ამ თემის  გასაანალიზებლად სიუჟეტში საუბრობენ: ფილოლოგები, პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები. საზოგადოების დამოკიდებულების გასარკვევად ასევე  ჩატარდა  გამოკითხვა. 

გადაცემაში სიუჟეტის ავტორი – ერეკლე ნოღაიდელი ისაუბრა  თემაზე მუშაობის დროს  აღმოჩენილ პრობლემებსა და გამოწვევებზე.

გადაცემა  მზადდება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის”  პროექტის  ფარგლებში, ფონდის  “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.