დისკუსია №7 – მედია და საზოგადოება

დისკუსიათა ციკლის “მედია და საზოგადოება” მე-7 შეხვედრა შუახევის ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა. ახალგაზრდების მოსაზრებები აჭარის ტელევიზიის გადაცემა “ჰეშთეგის” ჟურნალისტმა გიორგი ლოლაძემ და “ბათუმელების” კორესპონდენტმა ეკა ბარამიძემ მოისმინეს.

შეხვედრების ფორმატი მოიცავს მედიის წარმომადგენლების მიერ მონაწილეებისთვის თავიანთი მიზნებისა და მუშაობის პრინციპების გაცნობას, შემდგომ ნაწილში კი მოსახლეობა უშუალოდ იმ საკითხებს გამოკვეთს რაც აწუხებთ.

აღნიშნულ შეხვედრაზე შუახევის მუნიციპალიტეტის  სხვადასხვა სოფელში  მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ისაუბრეს იმ  პრობლემებსა და  გამოწვევებზე  რომლის  წინაშეც  დღეს მაღალმთიანი დასახლებელი  დგას. მოზარდების უმრავლესობა პრობლემად  მიიჩნევს სოფლის მიგრაციას, დასაქმების ნაკლებობას და ახალგაზრდებისთვის შემეცნებით-გასართობი ადგილების არარსებობას. დისკუსიის  პროცესში გაჟღერდა სხვადასხვა  ინიციატივა და მოსაზრება სოფლის ღირსშესანიშნაობების  პოპულარიზაციისთვის.

დასახელებულ პრობლემებიდან ასევე გამოიკვეთა  შუახევის  ჰესის  მშენებლობის შედეგად ერთ-ერთ სოფელში წყლის ნაკლებობა.

იხილეთ  შეხვედრის  მოკლე ვიდეო-ჩანაწერი.  ბეჭდვური ვერსია გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე ბათუმელები • Batumelebi.ge

შეხვედრის ამსახველი ფოტო-მასალა შეგიძლიათ  იხილოთ  ჩვენს  facebook გვერდზე 

დისკუსიების მიზანია ხელი შევუწყოთ მედიის მონაწილეობით აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებების იდენტიფიცირებას და მათ  გაშუქებას.  შეხვედრაზე  გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს  “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა” და დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

დისკუსიათა ციკლი მზადდება „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკული ორგანიზაციის NED-ის დაფინანსებით.

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=ljrOOGnvQI8&feature=youtu.be” width=640 height=360 ]