სად გადის ზღვარი სახელმწიფო უსაფრთხოებასა და მოქალაქეთა პირადი სივრცის დაცვას შორის

posted in: დისკუსია | 0

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით 2 ივნისს, სამშაბათს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა დისკუსია. დისკუსიას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”  ბათუმის ოფისის კოორდინატორი მალხაზ ჭკადუა გაუძღვა.მოქალაქეებზე უკანონო თვალთვალი და მიყურადება, როგორც პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა, სად გადის ზღვარი სახელმწიფო უსაფრთხოებასა და მოქალაქეთა პირადი სივრცის დაცვას შორის?
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით ამ თემაზე 2 ივნისს, სამშაბათს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა დისკუსია. დისკუსიას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ბათუმის ოფისის კოორდინატორი მალხაზ ჭკადუა გაუძღვა.
დისკუსიის დაწყებამდე ნაჩვენები იყო გერმანელი რეჟისორის ფლორიან ჰენკელ ფონ დონერსმარკის 2006 წელს გადაღებული ფილმი “სხვების ცხოვრება”, რომელიც ასახავს 1984 წელს აღმოსავლეთ ბერლინში, საიდუმლო პოლიციის საქმიანობას.

დისკუსია მომზადდა პროექტის ფარგლებში “ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია\”. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია „ნედი“ (NED).