დისკუსია სოფელ ახალშენის საჯარო სკოლაში

13 აპრილს სოფელ ახალშენის საჯარო სკოლაში გაიმართა დისკუსია თემაზე “სკოლა და საზოგადოება”. დისკუსიას ორგანიზაციის მოხალისე მარიკა ფუტკარაძე უძღვებოდა.

მონაწილეებმა დასაწყისში ისაუბრეს არასრულწლოვნების პრობლემებზე, რომელიც საზოგადოებასთან მიმართებაში აქვთ. მათი აზრით ხშირად  მოზარდების შეხედულებებს არასერიოზულად აღიქვამენ და მათ პრობლემებს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად ბულინგი დასახელდა.  მოზარდების აზრით მნიშვენელოვანია  ყველა სკოლაში   ფსიქოლოგის მომსახურების არსებობა.

დისკუსიათა ციკლი იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში, ფონდ ნედის (NED) დაფინანსებით.

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Y5dhKSS7apA” width=640 height=360 ]