ვისთან მივდივართ რჩევისთვის

posted in: მულტიმედია | 0

 საზოგადოებრივი მაუწყებლის – აჭარის ტელევიზიის გადაცემაში “ჰეშთეგი” დავით ჯინჭარაძემ მოამზადა სიუჟეტი, რომელიც ეხება რჩევების მიღებას, სხვადასხვა ინსტიტუტისადმი  ნდობასა და არჩევანს. ვის მიმართავს ადამიანი, როდესაც რჩევა სჭირდება?

21-ე საუკუნეში რეალობა სწრაფად იცვლება. არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანი კი არ ერგება რეალობას, არამედ ქმნის მას საკუთარი არჩევანით. დემოკრატიულ საზოგადოებაში რჩევის მიღება სხვადასხვა პირისგან ან ინსტიტუციისგან შეიძლება.  ვისთან მიდის პიროვნება, როდესაც რჩევა სჭირდება? ფსიქოლოგი, სასულიერო პირი და მკითხავი საზოგადოების საჭიროებაზე და რჩევებზე საუბრობენ.

“თუკი ვისწავლით, ვმართოთ ემოციები, გავხდებით უკეთესები. თუკი ადამიანი თავს კარგად განაწყობს, მას ყველაფერი შეუძლია” – გვიყვება ფსიქოლოგი.

გადაცემა  მზადდება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის”  პროექტის  ფარგლებში, ფონდის  “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.

თემის სრული მიმოხილვა

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=BsBqvKRgxtY” width=640 height=360 ]