იმეგობრე პრესკაფესთან

posted in: სიახლე | 0

პრესკაფე საშუალებას აძლევს სტუდენტებს ჩაატარონ ღონისძიებები და პრეზენტაციები; დაგეგმონ და განახორციელონ კულტურულ-საგანმანათლებლო-შემეცნებითი ინოვაციური პროექტები.სადისკუსიო კლუბი პრესკაფე სტუდენტებს ბევრ სიახლეს სთავაზობს:
1. დისკუსიები სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე;
2. შეხვედრები საინტერესო და წარმატებულ ადამიანებთან;
3. კინო კლუბი;
4. ღონისძიებების და პრეზენტაციების ჩატარება.

სტუდნეტებს შესაძლებლობა ეძლევათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ პრესკაფეში გამართულ ღონისძიებებსა და დისკუსიებში, განიხილონ პრობლემები, რომელიც მათ აწუხებთ. შეხვდენენ მათთვის საინტერესო ადამიანებს: მწერლებს, მხატვრებს, ხელოვნებათმცოდნეებს, ეკონომისტებს, მენეჯერებს, ფსიქოლოგებს, პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს, სხვადსხვა სფეროს ექსპერტებს და წარმატებულ ადამიანებს.

კინოს მოყვარულებს ფილმის ჩვენების შემდეგ შეუძლიათ აქტიურად ჩაერთონ ფილმის განხილვაში; ფილმების შერჩევა მოხდება სტუდენტების აზრის გათვალისწინებით.

პრესკაფე საშუალებას აძლევა სტუდენტებს ჩაატარონ ღონისძიებები და პრეზენტაციები; დაგეგმონ და განახორციელონ კულტურულ-საგანმანათლებლო-შემეცნებითი ინოვაციური პროექტები.

საკონტაქტო პირი: ქეთი ადეიშვილი. მობ.: +995 592 59 24 24; E-mail: k.adeishvili@yahoo.com
ანკეტა