პრესკაფეს კონკურსი ახალგაზრდებისთვის

თუ თქვენ გიყვართ ხატვა, “პრესკაფე” აცხადებს კონკურსს პროექტის ფარგლებში “ჩემი გარემო ჩემი სიამაყეა”. გამარჯვებულების ესკიზებით მოიხატება ბათუმის ქუჩებში არსებული ნაგვის ურნები, რომლებიც შემდგომში ქალაქის სხვადასხვა უბნებში განთავსდება.თუ თქვენ გიყვართ ხატვა, “პრესკაფე” აცხადებს კონკურსს პროექტის ფარგლებში “ჩემი გარემო ჩემი სიამაყეა”. გამარჯვებულების ესკიზებით მოიხატება ბათუმის ქუჩებში არსებული ნაგვის ურნები, რომლებიც შემდგომში ქალაქის სხვადასხვა უბნებში განთავსდება.

თუ თქვენ გსურთ კონკურსში მონაწილეობა, უნდა გამოგვიგზავნოთ ნაგვის ურნის ესკიზი, სადაც აღქმადი იქნება ნაგვის ურნის ხუთივე გვერდი.

კონკურსის ფარგლებში სულ შვიდი გამარჯვებული ესკიზი გამოვლინდება, ხოლო თითოეულ გამარჯვებულს წიგნების 100-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა.

ექსკიზი შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ელექტრონულად მისამართზე: batumiijh@gmail.com ან მოიტანოთ “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ოფისში. მისამართი.: მემედ აბაშიძის გამზრი №48.
განაცხადის მიღების ბოლო დღე 5 აგვისტო
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე.: 591 95 03 95.