შეხვედრა ზვიად ქორიძესთან

2018 წლის 4 მაისს, 14:00 საათზე, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, ზვიად ქორიძე გამართავს დისკუსიას თემაზე: „ეროვნული უმცირესობები საქართველოში“.
[icon icon=icon-female size=14px color=#000 ] [icon icon=icon-male size=14px color=#000 ] ეროვნულ უმცირესობათა კულტურული საქმიანობა სხვადასხვა სექტორის [ სახელმწიფო, კერძო, არასამთავრობო] მიერ ხშირადაა მხარდაჭერილი. ხოლო, იმ პრობლემებზე, რაც დღეს აქვთ ეროვნულ უმცირესობებს ქართულ საზოგადოებაში ამაზე საუბარი, დისკუსია მცირეა.

[icon icon=icon-comment size=14px color=#000 ] შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართება. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ პასუხები.

[icon icon=icon-ok size=14px color=#000 ] შეხვედრაზე სტუმრად მოწვეული არიან აჭარაში მოქმედი დიასპორის წარმომადგენლები, ახალგაზრდა ეროვნული უმცირესობებით დაკომპლექტებული „ტოლერანტთა კლუბის“ წევრები და ჟურნალისტები.

[icon icon=icon-arrow-right size=14px color=#000 ] დისკუსია ტარდება პროექტის „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით.

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.
[icon icon=icon-map-marker size=14px color=#444 ]  მისამართი: ბათუმი, გრიბოედობის 2ა.

ქეთი ადეიშვილი https://www.facebook.com/keti.adeishvili.1-   პროექტის  დირექტორი  მობ:  592 59 24 24

ელ ფოსტა: www. Batumi_ijh@yahoo.com