სამოქალაქო კლუბების საქმიანობა

4 აპრილს,  აჭარის ტელევიზიის გადაცემა ,,ჰეშთეგში“ მაყურებელმა იხილა ხატია სიხარულიძის მიერ მომზადებული სიუჟეტი თემაზე: სამოქალაქო კლუბების საქმიანობა.

როგორც ვიცით, სამოქალაქო ინიციატივების განხორციელების მრავალი გზა არსებობს, თუმცა ახალგაზრდას, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს და სურვილი აქვს წვლილი შეიტანოს სამოქალაქო ცხოვრებაში, ერთგვარი გზამკვლევი სჭირდება.როგორია სკოლის,  კერძოდ კი- სამოქალაქო კლუბების  წვლილი ამ მიმართულებით.

სიუჟეტში გაეცნობით №1 საჯარო სკოლის, “გიმნაზია 21-ე საუკუნისა”და “მომავლის სკოლის” სამოქალაქო კლუბების საქმიანობას. გაიგებთ, რამდენად აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა აქტივობებში და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაცია “განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ” წარმომადგენელთან ერთად იხილავთ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული სოფელ წონიარისისა და წინსვლის სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებს, რომლებიც გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, რა ინიციატივები წარადგინეს, რა ეტაპები გაიარეს და რის განხორციელებას გეგმავენ.

სიუჟეტის მომზადებისას გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდები მოტივაციითა და მონდომებით ერთვებიან სამოქალაქო ცხოვრებაში, ახორციელებენ ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა: გარემოს დასუფთავება, მცენარეების დარგვა, მზრუნველობამოკლებული ადამიანების დახმარება, იმიტირებული არჩევნების მოწყობა, პარლამენტის სხდომებზე დასწრება, სკოლისთვის საჭირო ხელნაკეთი ნივთების დამზადება და ა.შ. ამ ყველაფერში კი მათ, თავის მხრივ, ხელს უწყობენ  სკოლის დირექტორები და სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელები. მოზარდები  თავიანთ თანატოლებს და მოქალაქეებს მოუწოდებენ,  ჩაერთონ სამოქალაქო ცხოვრებაში, თამამად განახორციელონ ინიციატივები და იყვნენ აქტიურები საზოგადოების სასიკეთოდ.

პროექტი “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა”  ხორციელდება  ფონდის  “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.

[kad_youtube url=”https://youtu.be/NquoR4Vvo_Q” width=640 height=360 ]