დისკუსია №9 – მედია და საზოგადოება

დისკუსიათა ციკლის “მედია და საზოგადოება” მე-9 შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა.

შეხვედრას  ესწრებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის  სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. მათი  მოსაზრებები და  შეხედულებები გადაცემა “ჰეშთეგის” ჟურნალისტმა მაგდა  მარუაშვილმა და ინტერნეტ-გამოცემა “ბათუმელების”  კორესპოდენტმა ეკა ბარამიძემ მოისმინა.

ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ გარემო პირობები, ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემა ხელს უშლის მათ სამოქალაქო აქტივიზმში  ჩართულობაში. ისაუბრეს  ბულინგზე,  ხულოს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების შესაძლებლობებზე,  პერსპექტივებზე,  რა არ  მოწონთ და  რის  შეცვლას  ისურვებდნენ.

ბეჭდური ვერსია გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე ბათუმელები • Batumelebi.ge დისკუსიების მიზანია ხელი შევუწყოთ მედიის მონაწილეობით აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებების იდენტიფიცირებას და მათ გაშუქებას.

შეხვედრის ფოტო მასალა იხილეთ ჩვენს facebook გვერდზე 

შეხვედრაზე გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა” და დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

დისკუსიათა ციკლი მზადდება „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკული ორგანიზაციის NED-ის დაფინანსებით

[kad_youtube url=”https://youtu.be/gTKpyQb4nxk” width=640 height=360 ]