#ძალაევროპაშია

7 მაისს, 19 საათზე, კამპანიის- #ძალაევროპაშია ფარგლებში ღონისძიება გაიმართა,  რომელიც  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს, “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა” და  გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ორგანიზებით  გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს  გამომცემლებმა: ირაკლი ბაკურიძემ და მარი კორინთელმა, მომღერალმა სოფო ხალვაშმა და ბათუმის ნობელების მუზეუმის მმართველმა  თამარ ორაგველიძემ.

თემატური დისკუსიის დასრულების შემდეგ გაიმართა საზეიმო მიღება, სადაც გამოფენილი იყო  სტენდი ფოტოსესიისთვის, ეკრანზე აჩვენეს  პროექცია ევროკავშირის მიერ საქართველოს მხარდასაჭერად განხორციელებულ აქტივობებზე, ასევე, ძველი ბათუმის ევროპული წარსულის ამსახველ ფოტოები.

ბათუმელმა სტრიტარტისტმა  იოსებ ჯორბენაძემ  საგანგებოდ ამ ღონისძიებისთვის დახატა, მისი ნამუშევარი საქართველოს ევროინტეგრაციას მიეძღვნა.

ღონისძიების ფარგლებში ბათუმის ეთნიკური მრავალფეროვნების აღსანიშნავად ეროვნულ სიმღერები  და ცეკვები შეასრულეს სხვადასხვა დიასპორის   წარმომადგენლებმა, საღამო კი დასრულდა მუსიკოსებისა და შემსრულებლების: პაატა ძიძიგურის, სოფო ხალვაშისა და ირაკლი ფაღავას კომპოზიციებით.

[icon icon=icon-map-marker size=14px color=#FF0000 ] ღონისძიება გაიმართება მაღაზიაში „წიგნები ბათუმში“, მემედ აბაშიძის 60 ნომერში. დასწრება თავისუფალი იყო.