შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ

6 მაისს ხულოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. 

მონაწილეები გაეცნენ ასოცირების ხელშეკრულების მომზადების პროცესს, მის მნიშვნელობას, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით შესრულებულ ვალდებულებებს.  მიიღეს ინფორმაცია თუ რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამ, ასევე  ქართული პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე გატანის მაგალითებზე, იხილეს სხვადასხვა ვიდეო-რგოლი და წარმატებული მაგალითი.

შეხვედრის ბოლოს დაისვა შეკითხვებიც. მონაწილეებს პროექტის ფარგლებში გამოცხადებული ვიდეო-კონკურსის შესახებაც მივაწოდეთ ინფორმაცია და გადავეცით საინფორმაციო ფურცლები – ნაკისრი ვალდებულებებისა და სასარგებლოს ბმულების შესახებ.

პროექტი  “მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში” ხორციელდება ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით.