ვაკანსია – პროექტის კოორდინატორი

posted in: სიახლე | 0

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 25-წლამდე ახალგაზრდებს. კონკურსის მონაწილე შესაძლებელია იყოს სტუდენტი.“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 25-წლამდე ახალგაზრდებს. კონკურსის მონაწილე შესაძლებელია იყოს სტუდენტი.
სამუშაო ადგილი: ბათუმი, აჭარის რეგიონი
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი
ძირითადი მოვალეობები:
● დისკუსიების დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება;
● აქტივობების ამსახველი ვიდეო-ფოტომასალის მომზადება და გავრცელება ორგანიზაციის ვებგვერდისა და სოციალურ ქსელის მეშვეობით;
● ორგანიზაციის სახელით მომზადებული ღონისძიებების შესახებ მედიასაშუალებებისთვის ინტერვიუს მიცემა;
● ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის მომზადება;
● ორგანიზაციის სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში ტექნიკური დახმარების გაწევა.
შერჩევის შემდეგ ორგანიზაცია უზრუნველყოფს სამონტაჟო პროგრამების, ლაივსტრიმის და ახალი მედიის კომპონენტების სწავლებას.

მოთხოვნები:
● ქართული ენაზე გამართულად მეტყველება და წერა;
● საოფისე პროგრამების ( Microsoft Word, Excel, Power Point, internet) კარგად ფლობა;
● უცხო ენის ცოდნა სასურველია;
● პრეზენტაციის წარმართვა და ეფექტური კომუნიკაცია;
● ჯგუფში მუშაობა და ლიდერობა;
პიროვნული თვისებები:
● პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული;
● სიახლეებისადმი სწრაფი ადაპტაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
● პუნქტუალური;
● მიზანდასახული;
● სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
კანდიდატი უნდა იზიარებდეს დემოკრატიულ ღირებულებებსა და ფასეულობებს;
დაინტერესებულმა პიროვნებებმა გამოაგზავნეთ სამოტივაციო წერილი და რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ ფოსტაზე: batumi_ijh@yahoo.com ( არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება აღნიშნულ ვაკანსიაზე)

შერჩევის პროცესი:
● რეზიუმეს გადარჩევა;
● გასაუბრება.
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე;
591 95 03 95, სალომე
ორგანიზაციის შესახებ
“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” წარმოადგენს აჭარაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციას. ორგანიზაციის საქმიანობის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისთვის ხელშეწყობა და დამოუკიდებელი მედიის ხარისხის ზრდა.
ორგანიზაცია თავის საქმიანობას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით:
• ინფორმაციის თავისუფლებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა;
• ჟურნალისტების პროფესიული დონის ამაღლება და დაოსტატება;
• სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა.
ორგანიზაციაში გაერთიანებულნი არიან: ჟურნალისტები, იურისტები და სტუდენტები.