შეუზღუდავი სივრცე – დეპუტატის ანგარიში სიძულვილის ენით

posted in: მულტიმედია | 0

„შეუზღუდავი სივრცის“ კითხვებს მალხაზ ჭკადუამ და ასლან ჭანიძემ უპასუხეს.
წამყვანი: მარი ზაქარაძე„როგორც მთელი ქართული საზოგადოება მეც ვეკითხები ნაცებს, რატომ ვერ ბედავს მათი ,,მართალი” ლიდერი საქართველოში შემოსვლას? მართალი კაცია? შემოვიდეს და
დაუმტკიცოს სასამართლოს სიმართლე და გაამტყუნოს მავანი თუ მას რაიმეს აბრალებს. თუმცა იმის ჭკუა კი აქვს სომეხ სააკას გარედან მაყურებლის პოზიციიდან
შეხედოს მის მიერვე მოკლული ზურაბ ჟვანიას საქმეს… აქვე არ შემიძლია, პარალელურად სამდურავი არ გამოვთქვა ოპოზიციური მედია საშუალებების
მისამართით. რია-რია მიდის ინტერვიუები ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებთან. მედია საშუალებებს მავანთა სიმპათიები კი არ უნდა ამოძრავდეს, შერიგებისა და სიკეთის ქმნის პოზიციაზე უნდა იდგნენ… -ეს ამონარიდია ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს\” ფრაქციის თავმჯდომარის ოთარ გელაძის ანგარიშიდან, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე ამბობს, რომ ოთარ გელაძის წინააღმდეგ, შესაძლოა სახალხო დამცველთან კოლექტიური საჩივარი შეიტანოს ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევის მუხლით.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი მალხაზ ჭკადუა შეუფერებელს უწოდებს საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებას.
წამყვანი : მარი ზაქარაძე

დისკუსია გაიმართა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებითა და დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის (NED) დაფინანსებით.