,,ჭარბი წონა და სილამაზის სტანდარტები“

posted in: მულტიმედია | 0

10 მაისს, აჭარის ტელევიზიის გადაცემა “ჰეთეგში”  გავიდა გიორგი ბოლქვაძის მიერ მომზადებული სიუჟეტი ,,ჭარბი წონა და სილამაზის სტანდარტები“.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე ჭარბწონიანობის დონის შემცირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციების მომხრეა. „ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ და სიამოვნებით ჩავერთვები ამ რეგულაციებში. ეს საკითხი მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც ძალიან აქტუალურია. სკოლის მოსწავლეებში ჭარბი წონა უკვე არსებობს, უნდა ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ. როგორი უნდა იყოს კვება სკოლებში, საერთოდ ტკბილ ნაწარმზე როგორი უნდა იყოს ფასი და ასე შემდეგ. არ მინდა დავაშინო მოსახლეობა, მაგრამ რაღაც რეგულაციები არის საჭირო, იმიტომ, რომ ეს იწვევს შემდეგ გამოუსწორებელ ზიანს ადამიანის ჯანმრთელობისთვის”, – განაცხადა გუგული მაღრაძემ. ეს ინიციატივა გახდა სოციალურ ქსელში აზრთა სხვაობის მიზეზი.

სიუჟეტში ნახავთ: 

  • მოსახლეობის აზრს ამ ინიციატივის შესახებ;
  • რამდენად პრობლემატურია ჭარბი წონა მოქალექებში?
  • უნდა დაარეგულიროს თუ არა ჭარბი წონა სახელმწიფომ?

პროექტი “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა”  ხორციელდება  ფონდის  “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.

https://www.facebook.com/tvshowhashtag/videos/1715007255242160/