არქიტექტურა ქობულეთში

posted in: მულტიმედია | 0

21 მაისს, 20:00 საათზე გადაცემა „ჰეშთეგის“ პირდაპირ ეთერში გავიდა  ერეკლე ნოღაიდელის სიუჟეტი თემაზე: „არქიტექტურა ქობულეთში“.

სიუჟეტის მომზადების საბაბი გახდა ბოლო წლების მანძილზე,  ქობულეთში  მაღალსართულიანი შენობების  მომატებული რაოდენობა, რასაც მოსახლეობის მხრიდან ხშირად უკმაყოფილება მოყვება. ამ თემის გასაანალიზებლად სიუჟეტში საუბრობენ: მოქალაქეები, არქიტექტორი და მერიის წარმომადგენელი.

საზოგადოების დამოკიდებულების გასარკვევად  ასევე ჩატარდა გამოკითხვა.

გადაცემაში,  სიუჟეტის ავტორი –  ერეკლე ნოღაიდელი,  საუბრობს თემაზე მუშაობისას აღმოჩენილ პრობლემებსა და გამოწვევებზე.

პროექტი “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა”  ხორციელდება  ფონდის  “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.