პრესრელიზი – დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

posted in: სიახლე | 0

[icon icon=icon-map-marker size=16px color=#000 ] 2018 წლის 26 მაისს საოცრებათა პარკის ტერიტორიაზე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“ ფარგლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

[icon icon=icon-bookmark size=16px color=#000 ] 12:00-დან 16:00 საათამდე საოცრებათა პარკის მიმდებარე  ტერიტორიაზე მოეწყობა  „ტოლერანტთა კლუბის“ მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა. კლუბი სხვადასხვა  ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებს აერთიანებს.

[icon icon=icon-tags size=16px color=#000 ] გამოფენაში მონაწილეობენ: უკრაინული, ბერძნული, გერმანული, სომხური დიასპორები, აფხაზური თემის გაერთიანება, თექაზე მომუშავე ქალები,  გიმნაზია 21 საუკუნე და  ხის ნაკეთობების მწარმოებელი კომპანია „პინოქიო“.

[icon icon=icon-hand-right size=16px color=#000 ] 14:00 საათზე  საზოგადოების წინაშე  პირველად  წარსდგება ბენდი „ერთად“, რომელიც შეასრულებს კომპოზიციებს თანამედროვე  მუსიკალური და ვიზუალური ტექნიკის გამოყენებით,  სადაც გამოკვეთილია ეთნიკური ჰარმონიები და  ტრადიციები.

[icon icon=icon-ok size=17px color=#000 ] ღონისძიების მიზანია პერფომანსებითა და საჯარო აქციებით ეროვნულ  უმცირესობათა კულტურული  გააქტიურება და მათი  ტრადიციების, კულტურული და ლინგვისტური თვითმყოფადობის  ფართო საზოგადოებაში პოპულარიზაცია.

პროექტი ხორციელდება ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით.