სიუჟეტი – მუსლიმთა დავა ბათუმის სასამართლოში

posted in: რეპორტაჟი | 0

„ქართველ მუსლიმთა ერთობა“ , მუსლიმი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი პანსიონატის თანამშრომლები და მშობლები დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.„ქართველ მუსლიმთა ერთობა“ , მუსლიმი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი პანსიონატის თანამშრომლები და მშობლები დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

მოპასუხე მხარე შინაგან საქმეთა სამინისტრო და ქობულეთში მცხოვრები სამი ფიზიკური პირია. ქართველი მუსლიმანები შს სამინისტროს დისკრიმინაციის შემწყნარებლობაში ადანაშაულებენ. მუსლიმები სახელმწიფოს საკუთრების, განათლების უფლების დაცვის მიზნით საკუთარი ვალდებულებების შესრულებას სთხოვენ. საქმე ეხება ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეებისთვის განკუთვნილ პანსიონზე ღორის თავის მიჭედებისა და პანსიონატის გახსნისთვის ხელშეშლის ფაქტებს,რომელიც უკვე წელიწადზე მეტ ხანს გრძელდება. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია სასამართლოში დადგინდეს მოპასუხეების მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი, რასაც, მათი შეფასებით, მუსლიმი თემის მიმართ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა მოჰყვა.

\”თავისუფალ ჟურბალისტთა\” სახლის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში მოპასუხეები და მათი წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.
სიუჟეტი მომზადებულია პროექტის ფალგებში \”ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია\” NED-ის ფინანსური მხარდაჭერით.
ავტორი: მარი ზაქარაძე