სიუჟეტი- ახალგაზრდები ხულოდან და შუახევიდან

აჭარის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან. არსებული გარემო არ ქმნის საკმარის პირობებს მათი განვითარებისთვის, სწორედ ამიტომ საკუთარი ძალებით ცდილობენ სხვადასხვა აქტივობებში ჩართვას.

ამ თემებთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტში გაეცნობით ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რომლებიც საუბრობენ თავიანთ სოფლებში არსებულ პრობლემებზე, სამომავლო გეგმებზე,  გვაცნობენ მოსაზრებებს როგორ სოფელში სურთ ცხოვრება.
სიუჟეტში ასევე გაიგებთ როგორ ატარებენ თავისუფალ დროს, რა გასართობ-შემეცნებითი რესურსი გააჩნიათ და რას სთავაზობს მუნიციპალიტეტი სამოქალაქო აქტივიზმისა თუ სხვადასხვა ღონისძიებების მიმართულებით.

ავტორები: ხატია სიხარულიძე, მარი ზაქარაძე.
სიუჟეტზე ასევე მუშაობდნენ: ელზა ლემსაძე, ერეკლე ნოღაიდელი.
სიუჟეტი მომზადებულია პროექტის ფარგლებში “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა”, ფონდის  “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.