ბენდი “ერთად”

2018 წლის 26 მაისს საოცრებათა პარკის ტერიტორიაზე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“ ფარგლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

12:00-დან 16:00 საათამდე საოცრებათა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო „ტოლერანტთა კლუბის“ მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა. კლუბი სხვადასხვა ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებს აერთიანებს. გამოფენაში მონაწილეობენ: უკრაინული, ბერძნული, გერმანული, სომხური დიასპორები, აფხაზური თემის გაერთიანება, თექაზე მომუშავე ქალები, გიმნაზია 21 საუკუნე და ხის ნაკეთობების მწარმოებელი კომპანია „პინოქიო“. 14:00 საათზე საზოგადოების წინაშე პირველად წარსდგა ბენდი „ერთად“, რომელმაც შეასრულა კომპოზიციები თანამედროვე მუსიკალური და ვიზუალური ტექნიკის გამოყენებით, სადაც გამოკვეთილია ეთნიკური ჰარმონიები და ტრადიციები. ღონისძიების მიზანი იყო პერფომანსებითა და საჯარო აქციებით ეროვნულ უმცირესობათა კულტურული გააქტიურება და მათი ტრადიციების, კულტურული და ლინგვისტური თვითმყოფადობის ფართო საზოგადოებაში პოპულარიზაცია.

 პროექტს – „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“,  ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით.