მთვარის კლუბი

31 მაისს, 21 საათსა და 10 წუთზე. მთვარის კლუბი ისევ ღიაა თქვენთვის ტალღაზე FM 104.5. გადაცემის ავტორი და წამყვანი : დავით ტრაპაიძეგადაცემის სტუმარი იყო  დამწყები მომღერალი ნინა მგელაძე. პროექტ “მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში”-ს ფარგლებში შექმნილი ბენდის “ერთად”  სოლისტი.

პროექტს ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით.

შემეცნებით გასართობი გადაცემა “ მთვარის კლუბი” მიზნად ისახავს რადიოს ეთერის საშუალებით მსენელთათვის,  ხელოვანების, არტისტებისა და პოპულარული, საინტერესო ადამიანების სხვა კუთხით გაცნობას. გადაცემის სტუმრები იქნებიან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ან ადამიანები, რომლებიც ისაუბრებენ ეთნო კულტურაზე.

გადაცემა განკუთვნილია ღამის ეთერისთვის. გადაცემაში მოწვეული სტუმარი მსენელის წინაშე წარსდგება მუსიკალური წამყვანის ამპლუაში. ის წამყვანთან ერთად გაუძღვება პროგრამას, შესთავაზებს მსენელს მის მიერ წინასწარ შერჩეული მომღერლის ან ჯგუფების მიერ შესრულებულ  ხუთ მუსიკალურ ნაწარმოებს და შეეცდება გარკვეული დროით მოირგოს რადიოს წამყვანის როლი.

პროექტის მიზანია მოწვეული სტუმარი (სხვადასხვა სფეროში მოღვაწე რეგიონის ცნობილი ადამიანები) მსმენელის წინაშე წარდგეს  სხვა ამპლუაში, უშუალო ატმოსფეროში მოხდეს მისი გაცნობა. მისცეს მას საშუალება საკუთარი ძალები გამოცადოს მუსიკალური პროგრამის წამყვანის როლში.  თავად უპასუხოს საეთერო სტუდიაში შემოსულ ზარებს და თავადვე მოუყვეს მსმენელს  საინტერესო ისტორიები და ფაქტები მის მიერ შემოთავზებული მომღერლის, ან ჯგუფის შესახებ. გაიხსენოს ის ფაქტები რომელიც თავად აკავშირებს რადიოს ეთერში აჟღერებულ სიმღერასთან.

http://radioajara.ge/show.php?id=15&lang=ge&name=%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%98