დისკუსია №10 – მედია და საზოგადოება

დისკუსია №10 – მედია და საზოგადოება

posted in: დისკუსია | სტატია წაკითხულია 137-ჯერ

დისკუსიათა ციკლის “მედია და საზოგადოება” მე-10 შეხვედრა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ცივაძეებში გაიმართა.

რომელშიც,  “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს”  პოლიტიკური თოქ-შოუს  წამყვანი მაია ვარშანიძე და ინტერნეტ-გამოცემა “ბათუმელების”  კორესპოდენტი ეკა ბარამიძე მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე  სოფლის მოსახლეობამ ის  პრობლემები გამოყო, რაც  აწუხებთ და რის მოგვარებასაც  ისურვებენ.

სოფელში  არ  აქვთ სპორტული მინი-მოედანი, თავშეყრის ადგილი, აწუხებთ  გარე  განათების პრობლემა და ამბობენ, რომ    სჭირდებათ 5700 მეტრი წყლის  მილი, რომელიც  58 ოჯახს   სასმელი წყლით უზრუნველყოფს.

შეხვედრის ბეჭდური ვერსია გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე ბათუმელები • Batumelebi.ge

დისკუსიების მიზანია ხელი შევუწყოთ მედიის მონაწილეობით აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებების იდენტიფიცირებას და მათ გაშუქებას.

დისკუსიათა ციკლი მზადდება „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკული ორგანიზაციის NED-ის დაფინანსებით.