დისკუსია ქვედა ვაშლოვანის საჯარო სკოლაში

15 მაისს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ვაშლოვანში, საჯარო სკოლაში გაიმართა დისკუსია გამოხატვის თავისუფლების თემაზე. დისკუსიას უძღვებოდა ჩვენი ორგანიზაციის მოხალისე დავით ჯინჭარაძე. მონაწილეებმა ისაუბრეს ქართულ რეალობაში გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე, გაიხსენეს ფაქტები, რომლებიც მათი აზრით ხელს უშლიდა მოქალაქეთა კონსიტიტუციით მინიჭებულ ამ უფლებას და ღიად გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები.

დისკუსიათა ციკლი იმართება პროექტის “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა” ფარგლებში ფონდ ნედის (NED) დაფინანსებით.

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=n3mC7NZjjX4″ width=640 height=360 ]