17 ოქტომბერი – ქსელის პრეზენტაცია პრესკაფეში

posted in: დისკუსია | 0

2011 წლის 17 ოქტომბერს, 16.00 საათზე, ბათუმის პრესკაფეში გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პრესკოფერენციასამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები:
ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი (თბილისი)
გორის საინფორმაციო ცენტრი (გორი)
დამოუკიდებელ ჟურნალისტთა სახლი (ბათუმი)
დემოკრატ მესხთა კავშირი (ახალციხე)
კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი (თბილისი)
პრეს-კაფე (ბათუმი)
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი (თბილისი)
2011 წლის 17 ოქტომბერს, 17.00 საათზე ბათუმის პრეს-კაფეში გაიმართა

პრესკონფერენცია

პრესკონფერენციის მიზანი იყო , საქართველოში დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი განვითარების პროცესში ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლისა და მოქმედების პრიორიტეტთა გამოკვეთა.

დამოუკიდებლობის 20 წლის მანძილზე, მიუხედავად მთელი რიგი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევისა, სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბება არ წარმოადგენდა არც ქართული სახელმწიფოსა და არც ქართული საზოგადოების საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას.

განვლილმა წლებმა დაგვანახა, რომ წარმატება მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდაციით, პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების პროცესში სამოქალაქო მონაწილეობის დონის გაზრდითა და ძლიერი საზოგადოებრივი დაკვეთის შექმნის გზით მიიღწევა.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობისა და ადგილობრივი განვითარების სფეროში 15 წლის მანძილზე მუშაობენ, გეგმავენ გააქტიურონ საქმიანობის ურთიერთკოორდინაცია ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ფორმირების საშუალებით.

მონაწილე ორგანიზაციების მრავალწლიანი გამოცდილება სახვადასხვა სფეროში (კარგი მმართველობა, ეკონომიკა, საარჩევნო საკითხები, მოქალაქეთა მონაწილეობა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მართვა, სოციალური საკითხები, კვლევა და ანალიტიკური საქმიანობა), მათი ფართო წარმომადგენლობა საქართველოს რეგიონებში და ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა მაღალი კვალიფიკაცია შესაძლებელს გახდის საერთოეროვნული მასშტაბის ძლიერი ქსელის შექმნას, რომელიც წარმოდგენილი იქნება ქვეყნის ფაქტიურად ყველა მუნიციპალიტეტში.

ქსელის საქმიანობის უმთავრესი მიზანი იქნება საქართველოში სამი პრინციპის – ადგილობრივი დემოკრატია, ადგილობრივი თვითმმართველობა, ადგილობრივი განვითარება – განხორციელებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა ისეთი საქმიანობით, როგორიცაა:

 ადგილობრივ დემოკრატიასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასა და ადგილობრივ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების აქტუალიზაცია საზოგადოებაში;
 ქვეყანაში დეცენტრალიზაციის პროცესის ინიცირება და რეალური თვითმმართველობის რეფორმის ხელშემწყობი მძლავრი სამოქალაქო დაკვეთის შექმნის ხელშეწყობა;
 ამ სფეროში მოქალაქეთა მონაწილეობის წარმატებული მაგალითების შექმნა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი- დავით ლოსაბერიძე (577 42 56 87, david-los@cipdd.org)
თავისუფელ ჟურნალისტთა სახლი – ასლან ჭანიძე (593 30 71 55, aslan_chanidze@yahoo.com)