ესსეს კონკურსი თემაზე: „მე მოქალაქე“

posted in: სიახლე | 0

პრესკაფე აცხადებს ესსეს კონკურსს თემაზე: „მე მოქალაქე“.პრესკაფე აცხადებს ესსეს კონკურსს თემაზე: „მე მოქალაქე“.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ პროექტის “სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება ახალგაზრდებში” მონაწილეებს.
ესსე უნდა ასახავდეს მონაწილის ინდივიდუალურობას, უნდა გამოხატავდეს მის შეხედულებას თუ როგორია მოქალაქის როლი ქვეყნის განვითარებაში. არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას.
კონკურსი გაგრძელდება 2 კვირის განმავლობაში.

ესსეს გამოგზავნა შესაძლებელია 27 ნოემბრის ღამის 00:00 საათამდე ელ-ფოსტაზე -presscafe.batumi@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ – კონკურსი მე მოქალაქე.
კონკურსის შედეგად შეირჩევა 2 გამარჯვებული, რომელთა ნამუშევრები დაიბეჭდება გაზეთ „ბათუმელებში“ ჩანართის სახით, თავად
გამარჯვებულ 2 მონაწილეს კი გადაეცემა 100-100 ლარის ოდენობის წიგნების ვაუჩერი ან კომპიუტერული ტექნიკის აქსესუარი.

კონკურსი ცხადდება პროექტის ფარგლებში “სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება ახალგაზრდებში”, რომლის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი.