ინტერმუნიციპალური დისკუსია ზუგდიდში (2)

ინტერმუნიციპალური დისკუსია ზუგდიდში (2)

posted in: დისკუსია | სტატია წაკითხულია 235-ჯერ

11 ივნისს, “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდში, ორგანიზაცია “საუნჯეს” ოფისში კიდევ ერთი ინტერმუნიციპალური დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე მონაწილეებმა იხილეს ჩვენი ორგანიზაციის მიერ მომზადებული სიუჟეტები, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემების შესახებ. ნაჩვენები ვიდეო-ფილმები შეეხებოდა ერთი მხრივ უსინათლოთა და მცირემხედველთა ყოველდღიურობას, მეორე შემთხვევაში კი სმენადაქვეითებულთა პრობლემებს.

პროექტი “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა” ხორციელდება ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.