როგორ და რა პროფესიებს ირჩევენ აბიტურიენტები

posted in: მულტიმედია | 0

12 ივნისს 20:00 საათზე გადაცემა “ჰეშთეგში” გავიდა ჩვენი მოხალისე- რეპორტიორის მარიეტა იობიძის სიუჟეტი თემაზე – როგორ და რა პროფესიებს ირჩევენ აბიტურიენტები

ყოველწლიურად საქართველოში 40 ათასამდე აბიტურიენტი აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს და დაახლოებით 27 ათასი მათგანი ხდება სტუდენტი. როგორ ირჩევენ ახალგაზრდები მომავალ პროფესიას? ვინ და როგორ ეხმარება მათ შესაბამისი არჩევანის გაკეთებაში?

სიუჟეტში თქვენ ნახავთ:

    • აირჩიეს თუ არა აბიტურიენტებმა მომავალი პროფესია?
    • ვინ როგორ იყო ჩართული გადაწტყვეტილების მიღების პროცესში, რამდენად ჰქონდათ აბიტურიენტებს არჩევანის თავისუფლება?
    • რა სირთულეებს აწყდებიან პროფესიის არჩევის პროცესში აბიტურიენტები?

რა ფაქტორები ახდენს გავლენას აბიტურიენტის გადაწყვეტილებაზე – ამ თემაზე საუბრობს ფსიქოლოგი – ქეთევან ბერიძე. 

ორგანიზაცია “საორსა”ს ხელმძღვანელი ლია ფუტკარაძე რეკომენდაციებს აძლევს მოსწავლეებს, თუ რა  ფაქტორები უნდა გაითვალისწინონ გადაწყვეტილების მიღების დროს.

 

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=tXa1gJd0NI4&t=249s” ]

 

პროექტი “სიტვის თავისუფლების მხარდაჭერა” ხორციელდება “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მიერ,  ამერიკული ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED)  დაფინანსებით.