ბენდი “ერთად”-ხულოს დრამატულ თეატრში

ბენდი “ერთად”-ხულოს დრამატულ თეატრში

posted in: მულტიკულტურა | სტატია წაკითხულია 90-ჯერ

16 ივნისს, ხულოს დრამატულ თეატრში, მულტიკულტურული ბენდმა “ერთად” პერფომანსი/მასტერკლასი ჩაატარა. 

პერფომანსი /მასტერკლასი ჩატარდა ხულოს დრამატულ თეატრში, სადაც სკოლის მოსწავლეებს და სოფლის მოსახლეობას ჰქონდათ  შესაძლებლობა მიეღოთ ინფორმაცია აჭარაში მცხოვრები ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების ტრადიციებსა და კულტურულ თავისებურების შესახებ.

🎶🎸🎵  შეხვედრის ბოლოს კი ბენდმა “ერთად” შეასრულა ეთნო-კულტურული კომპოზიციები;

, მაყურებელს ჰქონდა შესაძლებლობა, სპეციალურ ეკრანზე  ენახა ვიდეოგრაფიკა, რომელიც ასახავს მუსიკალური კომპოზიციის მულტიკულტურულ შინაარსს.

შეხვედრის მიზანია, პროექტის ფარგლებში შექმნილი მუსიკალური პროდუქტის პოპულარიზაცია რეგიონის მაშტაბით, რათა ვაჩვენოთ აუდიტორიას, რამდენად მცირეა განსხვავება სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის.

აქტივობა ხორციელდება პროექტის „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, ფონდი“ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით.