ბენდი “ერთად” – შუახევის კულტურის ცენტრი

24 ივნისს შუახევის მუნიციპალიტეტში, მულტიკულტურული ბენდმა “ერთად” პერფომანსი/მასტერკლასი ჩაატარა. 

პერფომანსი /მასტერკლასი ჩატარდა  შუახევის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, სადაც სკოლის მოსწავლეებსა და სოფლის მოსახლეობას ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ  ინფორმაცია აჭარაში მცხოვრები ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების ტრადიციებისა და კულტურული თავისებურების შესახებ.

🎶🎸🎵  შეხვედრის ბოლოს  ბენდმა “ერთად” შეასრულა  ეთნო-კულტურულ კომპოზიციები;

, მაყურებელს ჰქონდა  შესაძლებლობა, სპეციალურ ეკრანზე  თვალი ედევნათ   ვიდეოგრაფიკისთვის, რომელიც ასახავს მუსიკალური კომპოზიციის მულტიკულტურულ შინაარსს.

შეხვედრის მიზანია, პროექტის ფარგლებში შექმნილი მუსიკალური პროდუქტის პოპულარიზაცია რეგიონის მასშტაბით, რათა ვაჩვენოთ აუდიტორიას, რამდენად მცირეა განსხვავება სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის.

აქტივობა ხორციელდება პროექტის „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, ფონდი“ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით.

” ]