ტოლერანტობისა და ინკლუზიის კვირეული

18-დან 23  ივნისის ჩათვლით მოეწყო ტოლერანტობისა და ინკლუზიის კვირეული. 

[icon icon=icon-ok size=16px color=#000 ]ტოლერანტობის კვირეულის (Tolerance Week)  აღსანიშნავად,  ბათუმის ახალგაზრდული ცენტრმა და ამერიკულმა კუთხემ  დაგეგმა მრავალფეროვანი, საინტერესო ღონისძიებები.

კვირეულის მანძილზე სხვადასხვა შემეცნებითი, გასართობი აქტივობები იყო დაგეგმილი.

23 ივნისს, 18:00 საათზე ბათუმის ბულვარში (საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორია)  ტოლერანტობისა და ინკლუზიის კვირეული დახურა, მულტიკულტურულმა ბენდმა “ერთად”.

, მაყურებელს ჰქონდა   შესაძლებლობა, სპეციალურ ეკრანზე  თვალი ედევნათ  ვიდეოგრაფიკისთვის, რომელიც ასახავს მუსიკალური კომპოზიციის მულტიკულტურულ შინაარსს.

შეხვედრის მიზანია, პროექტის ფარგლებში შექმნილი მუსიკალური პროდუქტის პოპულარიზაცია რეგიონის მასშტაბით, რათა ვაჩვენოთ აუდიტორიას, რამდენად მცირეა განსხვავება სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის.

აქტივობა ხორციელდება პროექტის „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, ფონდი“ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით.