დისკუსია ,,პრივატიზაციის პოლიტიკა საქართველოში“

posted in: დისკუსია | 0

ბათუმის პრესკაფეში გრძელდება დისკუსიების ციკლი ,,მედია და საზოგადოება“. ამჯერად, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი სადისკუსიო თემად აირჩია ,,პრივატიზაციის პოლიტიკას საქართველოში“.დიკუსიაზე მოხსენება გააკეთა დავით ნარმანიამ – კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და სუნილ ტანკამ – როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დოქტორი.
დოქტორ სუნილ ტანკამ მოხსენებაში ისაუბრა პრივატიზაციის პროცესის ოთხ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე: პრივატიზაციის მიზნების განსაზღვრა, პრივატიზაციის მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბება,
დაინტერესებულ აქტორებთან ურთიერთობის დარეგულირება და საჯარო სექტორის რეფორმის განხორციელება.
დავით ნარმანიამ კი, იმ აგრესიული პრივატიზაციის პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელიც გამოწვეულია საქართველოს ხალისუფლებაში მყოფი ეკონომიკური გუნდის ლიბერტარიანულმა მიდგომებმა და ეკონომიკაში მეტი ინვესტიციების მოზიდვის სურვილმა.
დისკუსიას მოდერაცია გაუწია თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარემ ასლან ჭანიძემ.
დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ: ადგილობრივი ბიზნესმენები, ეკონომიკის ექსპერტები, სამთავრობო, არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სტუდენტები და ჟუნრალისტები.
დისკუსიაზე დასწრება შეზღუდული იყო.
ყველა დაინერესებულ პირს საშუალება ჰქონდა დისკუსია ენახა პირდაპირი ეთერის/ლაივ სტრიმის საშუალებით (მისამართი -www.presscafe.ge; www.netgazeti.ge). დაესვათ კითხვები და ჩართულები ყოფილიყვნენ დისკუსიაში სკაიპის საშუალებით (სკაიპის მისამართი: presscafe.batumi).
დისკუსიის არასრული ვერსია გადაიცა ტელეარხი 25–ის ეთერით და გამოქვეყნდა ,,გაზეთ ბათუმელებში’’.
დისკუსია გაიმართა NED -ის დაფინანსებული პროექტის – ,, დემოკრატიული იდეების განვითარება’’ – ფარგლებში’. პროექტის მიზანი იყო, გვესაუბრა აქტუალურ საზოგადოებრივ თემებზე და მიგვეცა საზოგადოების წარმომადგენელებს საშუალება, თავად ჩართულიყვნენ ამ დისკუსიებში.
დისკუსია გაიმართა 2011 წლის 17 ოქტომბერს პრესკაფის სადისკუსიო სივრცეში. სადისკუსიო დრო : 14:00-16:00 ; მისამართი: ბათუმი. მელაშვილის და საბაჟოს შესახვევი 1.2
პროექტის პარტნიორები: ,,ტელეარხი 25’’; ,,გაზეთი ბათუმელები’’, ,, ნეტგაზეთი’’
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
ასლან ჭანიძეს – 593 307155 ( თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თვმჯდომარე)
ქრეიგ შვინკს – 591 406094 ( მშვიდობის კორპუსის მოხალისე )
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

პრივატიზაციის ფილოსოფია